Wednesday, June 22, 2016

სტანდარტები


რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში?


პროფესიულ სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომელიც მოეთხოვება იმ ადამიანს, რომელიც სკოლაში ან განათლების სისტემაში მუშაობს. პროფესიული სტანდარტი განათლებაში სხვადასხვა სახისაა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად მასწავლებლის, პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლის ან სკოლის ხელმძღვანელის სტანდარტი. სტანდარტი ნორმატიული დოკუმენტია, რომელიც ასევე ეხმარება მასწავლებელს ან დირექტორს, ორიენტაცია აიღოს, რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები.


რისთვის გამოიყენება პროფესიული სტანდარტები განათლებაში?


პროფესიული სტანდარტებს განათლებაში სხვადასხვა ფუნქცია ეკისრება. სტანდარტები გამოიყენება, როგორც თვითშეფასების ერთერთი მექანიზმი. მასწავლებელს ან სკოლის ხელმძღვანელს საშუალება ეძლევა, რომ სტანდარტის საფუძველზე შეაფასოს საკუთარი ცოდნა და უნარები. მასწავლებელი ან დირექტორი თავად განსჯის, აკმაყოფილებს თუ არა მისი პროფესიონალიზმი პროფესიულ სტანდარტებს.


სტანდარტები გამოიყენება ასევე მასწავლებლის ან სკოლის დირექტორის საქმიანობის შესაფასებლად. ეს შეიძლება იყოს შეფასება სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეების, მშობლების ან სახელმწიფოს მხრიდან (სერტიფიცირება); შეფასება სასწავლო პროცესზე დაკვირვებით (კოლეგების, სასწავლო ნაწილის, დირექტორის ან ფსიქოლოგის დაკვირვების შედეგები) და შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მიხედვით.


სტანდარტის ერთერთი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ პროფესიული სტანდარტებისსაფუძველზე უმაღლესი სასწავლებლები ამზადაებენ მომავალ მასწავლებლებს ან სკოლისხელმძღვანელებს. პროფესიული სტანდარტები გამოიყენება ასევე სკოლისა და/ან უმაღლესი სასწავლებლების თვითშეფასებისას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში.


სტანდარტი არის დინამიური დოკუმენტი, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. ცვლილებები სტანდარტში სხვა ფაქტორებთან ერთად უკავშირდება ცვლილებებს საერთაშორისო და ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში. სტანდარტის საფუძველზე საქართველოს სკოლა და მასწავლებელი ამზადებს თანამედროვე, კონკურენტუნარიან მოქალაქეს.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

წყარო

No comments:

Post a Comment