პროექტის სახელწოდება: არჩევანი
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ ზოგადი შინაარსი და ამოკრიბონ კონკრეტული ინფორმაცია ტექსტიდან, სადაც საუბარია უცხო ენის შესწავლის სხვადასხვა მეთოდებზე.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე შეძლებს საუბარს პირად თვისებებზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლე შეძლებს ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველი მოსმენილი საუბრის გაგებას და საკუთარი აზრის გამოხატვას საუბრებში მონაწილეობით და წერილობით წერის სატანადო სტრატეგიების დაცვით.
მონაწილეთა ასაკი:14-15წ.
ვადები, ხანგრძლივობა:2 სასწავლო კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ზოგადი შინაარსი და ამოკრიბოს კონკრეტული ინფორმაცია მოსმენილი საუბრიდან.შეუძლია ისაუბროს პირად თვისებებზე,იგებს ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველ ტექსტს,ამოიცნობს ინფორმაციას კომუნიკაციის ტიპებზე, წერს მოხსენებას საჭირბოროტო საკითხებზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, წიგნი, ინტერვიუ ცნობილ ადამიანებთან, ჟურნალ- გაზეთები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები ეძებენ ზოგადი შინაარსის ტექსტებს და ამოკრებენ კონკრეტულ ინფორმაციას,საუბრობენ პირად თვისებებზე, იგებენ ფაქტობრივ ინფორმაციის შემცველ ტექსტებს, საუბრობენ კომუნიკაციის ტიპებზე, აკეთებენ წერილობით საპრეზენტაციო მოხსენებებს წერის სათანადო სტრატეგიების დაცვით.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ_ი, ინგლისური, ქართული.
პროექტის ხელმძღვანელი;ირინე თიკანაშვილი
ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:irninetikanashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:irinetikanashviliblogspot.com.
No comments:
Post a Comment